კახა კოჟორიძე 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე - კითხვას ვსვამ, თუ დანაშაული ჩაიდინა ჯგუფმა, რატომ აქვს ბრალი ერთ ადამიანს წაყენებული?

ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, თუ დანაშაული ჩაიდინა ჯგუფმა, რატომ აქვს ბრალი ერთ ადამიანს წაყენებული, ხოლო თუ ჯგუფურ დანაშაულზეა საუბარი, სად არიან ამ ჯგუფის სხვა წევრები? - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა კახა კოჟორიძემ 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კახა კოჟორიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა დაინტერესდეს ამ საქმით და დაინახოს ცალსახა დანაშაულის ნიშნები, რაც კანონის თანახმად, მისი კომპეტეციის ფარგლებშია.

„ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, დაინტერესდეს ამ საქმით, დაინახოს ის ცალსახა დანაშაულის ნიშნები, რაც კანონის თანახმად, მისი კომპეტეციის ფარგლებშია და გამოიძიოს სწორედ მან, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებდით და კვლავ ვაგრძელებთ ამის ყურებას, რომ პროკურატურა არ იძიებს სათანადოდ საქმეს. არაფერს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ კონკრეტულ ბრალდებულს ბრალი წაყენებული აქვს ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში, თუმცა დაკავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი. ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას, თუ დანაშაული ჩაიდინა ჯგუფმა, რატომ აქვს ბრალი ერთ ადამიანს წაყენებული, ხოლო თუ ჯგუფურ დანაშაულზეა საუბარი, სად არიან ამ ჯგუფის სხვა წევრები.

კოჟორიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მართლმსაჯულებამ და საგამოძიებო სისტემამ სრული კრახი განიცადა.

„სამწუხაროდ, ვერ გამოვედით იმ მწარე რეალობიდან, რომ სათანადო გამოძიების ნაცვლად, ხდება ან საერთოდ ხელის დაფარება და მიჩქმალვა, ან არასათანადო კვალიფიკაციის მიცემა. კონკრეტულ ამ შემთხვევაში, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ გამოძიება მიმდინარეობს უფრო მსუბუქი მუხლებით, ვიდრე ამ დანაშაულის შემადგენლობაა. აქ გამოძიება უნდა დაწყებულიყო წამების მუხლით, ამის ნიშნები არის, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა. გამოძიება რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და სახელმწიფოში შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, ამაზე ჩვენ წლების განმავლობაში სხვადასხვა პლატფორმიდან ვმუშაობდით აქტიურად და საბოლოოდ, მივიღეთ ის შედეგი, რომ ერთი შეხედვით, ცალკე უწყებაა ინსპექტორის სამსახური, თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში არანაირი დამოუკიდებელი უწყება რეალურად არ არსებობს,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე