ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი შემთხვევაში მონაწილე მეორე პირის დასჯასაც ითხოვს

თბილისში, 2 იანვარს, „დამპალოს სასფლაოზე“ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გარდაცვილი 24 წლის ახალგაზრდის ოჯახი დაპირისპირებაში მონაწილე მეორე პირის დასჯასაც ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძამ, მანუჩარ წურწუმიამ განუცხადა, მათი ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე მეორე პირიც სპეცრაზმელია.

რაც შეეხება შემთხვევას, ბიძის განმარტებით, 2 იანვარს, „დაპმალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მისი ძმისშვილები - მუხრან ჩხვირკვია-წურწუმია და მისი ძმა სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძის მანქანაში გათბობისა და თამბაქოს მოკიდების მიზნით ჩასხდნენ. მანუჩარ წურწუმიას განმარტებით, როდესაც ფოფხაძემ მის მანქანაში მსხდომი ძმები დაინახა, მის თანმხლებ პირთან ერთად მივიდა მანქანასთან, რის შემდეგაც ძმებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ბიძა ამბობს, რომ დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ძმამ, მუხრან ჩხვირკვია-წურწუმიამ თავს გაქცევით უშველა, ხოლო მისმა ძმამ, მურად წურწუმიამ გაქცევა ვერ შეძლო.

„შესცივდათ, ჩასხდნენ მანქანაში, სანთებელით სიგარეტს მოუკიდეს. არსად წასულან. მუხრანი ამბობს, რომ ვიდრე მანქანიდან გადმოვიდოდნენ, სპეცრაზმელმა ორივეს ცემა დაუწყო, თუმცა თვითონ გაიქცა, მურადი კი ადგილზე დარჩა. როცა გარკვეული დროის მერე მუხრანი უკან დაბრუნდა, ძმა ადგილზე ვეღარ ნახა.

ამბობენ, რომ სპეცრაზმელმა მურადი, რომელმაც თავს გაქცევით ვერ უშველა, საკუთარ სახლში წაიყვანა, თუმცა ჩვენ ის ვიცით, რომ მეორე დღეს „დამპალოს სასაფლაოსგან“ 3-4 კლილომეტრის მოშორებით გარდაცვლილი ვნახეთ ჩემი ძმისშვილი. გადავიყვანეთ საავადმყოფოში, გული ჯერ კიდევ მუშაობდა. ექიმმა მითხრა, დროულად რომ მოეყვანათ, ეშველებოდაო. დარეკილია 112-ში, თუმცა ვინ დაურეკა, არ ვიცი.

მუხრანი ამბობს, რომ სპეცრაზმელის თანმხლები პირიც და სპეცრაზმელიც ორივე მირტყამდაო. ამ ადამიანის დასჯასაც მოვითხოვთ. ამობობენ, რომ ისიც სპეცრაზმის თანამშრომელია“, - განაცხადა მანუჩარ წურწუმიამ.

თავის მხრივ, ინფორმაციას, რომ დაპირისპირებაში მონაწილე მეორე პირიც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია, არ ადასტურებენ გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
სილქნეტის სამთვიანი აქცია უფასო ინსტალაციაზე ამოქმედდა