დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებული შიმშილობას გააგრძელებს იქამდე, სანამ ომბუდსმენს არ შეხვდება.

მიხეილ რამიშვილი ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, მამა გიორგი მამალაძე უახლოეს მომავალში მოინახულოს, რადგან მისი თქმით, დეკანოზის სიცოცხლისთვის თითოეული წუთი არსებითია.

„დეკანოზის შიმშილობა არ ეხება შეწყალების საკითხს. მისი მოთხოვნაა, რომ შეხვდეს სახალხო დამცველს. მე ნინო ლომჯარიას მივმართავ, დაუყოვნებლივ ინახულოს დეკანოზი გიორგი მამალაძე. მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება. შესაბამისად, მასთან დაპირისპირებაში მყოფი პირები მშვიდად არიან იმ თვალსაზრისით, რომ ყველანაირი პირობებია ფატალური შედეგის დასადგომად. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც სახალხო დამცველი ჩაერთვება ამ საქმეში, ის პირად კონტროლზე აიყვანს იმ სამედიცინო საკითხებს, რომელიც დეკანოზის სიცოცხლისთვის საჭიროა. დეკანოზი არ წყვეტს შიმშილობას იქამდე, სანამ არ ნახავს სახალხო დამცველს. ამიტომ მე ნინო ლომჯარიას მივმართავ, ნუ დაველოდებით დღეებს, მისთვის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არსებითია,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია