თორნიკე მამალაძე - მინდა, რომ ჩემმა ძმამ უფლება მომცეს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრო და რა ფორმით მოხდება ეს, ამას ციხეში მისი მონახულების მერე ვიტყვი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე დეკანოზის მოსანახულებლად გლდანის ციხეში მივიდა.

როგორც თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს ციხეში შესვლამდე განუცხადა, ის პირველ რიგში დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდება და შემდგომ მისგან ითხოვს ნებართავს, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროდ გააჟღეროს.

„პირველ რიგში მე მექნება საუბარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ გადავათქმევინო მის მიერ გამოცხადებული შიმშილობა, რადგან შიმშილობით საფრთხე ადგება მის ჯანმრთელობას და ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს ეს წყალს. ამის შემდეგ მექნება საუბარი იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რა პრობლემებიც არის საპატრიაქოსთან და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში. მე მინდა, რომ ჩემმა ძმამ მომცეს უფლება, ვისაუბრო ამ პრობლემებთან დაკავშირებით და თუ რა ფორმით მოხდება, ამაზე რომ გამოვალ მერე ვისაუბრებ. თუმცა, აუცილებლად ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა ინფორმაციაც აქამდე არ თქმულა და ეს არ იქნება უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს იქნება გამყარებული მტკიცებულებებით", - განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა სახის მტკიცებულებები აქვთ და ჰყავთ მოწმეები. როგორც მამალაძემ აღნიშნა, დანაშაულების ერთ-ერთი ფიგურანტი პატრიარქია.

„სხვადასხვა სახის მტკიცებულებები არსებობს, როგორც დოკუმენტები, ასევე მოწმეებიც არიან. პრობლემები არის როგორც ზნეობრივ-მორალური, ასევე ფინანსური მაქინაციები, როგორც საპატრიაქროს მხრიდან, ასევე მთავრობის ხელშეწყობით, მეტი სარგებელი რომ მიიღონ და ეკლესიას იყენებ თავიანთი ბოროტი მიზნებისთვის“, - განაცხადა მამალაძემ.

იხილეთ ვიდეო

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია