მიხეილ რამიშვილი - დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ - მისი მკურნალობისთვის მიზანმიმართულად არაფერს აკეთებენ

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დეკანოზს გადაადგილება არ შეუძლია და მასთან შესახვედრად საკაცით ჩამოჰყავთ.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია. ნაომარი, ხეიბარი ვეტერანები რომ არიან, ასეთ მდგომარეობაშია. მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს უმოქმედო და ფორმაც კი დაკარგული აქვს. მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება უჭირს და საკაცით ჩამოჰყავთ. არც ჯდომა შეუძლია. წოლით მდგომარეობაშია. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს, კომუნიკაცია ვერ დაამყაროს, ვისთანაც უნდა. გესტაპოს პერიოდში შექმნილი პირობები საქართველოში 21-ე საუკუნეშიც მოქმედებს...

მას მიზანმიმართულად უტარდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუსაბამო მკურნალობა. თითქმის არაფერს აკეთებენ. იმ პროცედურებსა და გარემოს, რაც დეკანოზს სჭირდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერ იღებს. მათ არ გააჩნიათ არც მედიკამენტები და არც სპეციალისტები, რაც დეკანოზს სჭირდება,“ - განაცხადა რამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს