უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ირანში უკრაინის საელჩომ თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წაშალეს და დააზუსტეს, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა მიმდინარეობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ირანში უკრაინის საელჩომ, ინფორმაცია, რომელშიც უარყოფდნენ, რომ ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავი სარაკეტო თავდასხმის ან ტერორისტული აქტის შედეგად ჩამოვარდა, წაშალეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე წაშლილია წინადადება, სადაც ეწერა, რომ „არსებული ინფორმაციით, გამოირიცხება ტერორისტული აქტი და სარაკეტო თავდასხმა“. დარედაქტირებული განცხადების თანახმად, უკრაინის საელჩო ირანში ცდილობს დაადგინოს კატასტროფის გამომწვევი მიზეზები.

რაც შეეხება ახალ განცხადებას, რომელიც საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა, წერია, რომ „კომისიის მიერ მიმდინარეობს კატასტროფის მიზეზების დადგენა. ნებისმიერი განცხადება, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებამდე იქნა გავრცელებული, არ არის დადასტურებული“.

ამასთან, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხომალდი, რომელიც თეირანი-კიევის ფრენას ახორციელებდა, აგებული იყო 2016 წელს. მათივე ცნობით, მგზავრების ზუსტი ციფრი, ამ დრომდე დადგენილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო