ერაყის პრემიერის თქმით, ერაყმა ირანისგან დაგეგმილი ოპერაციის შესახებ სიტყვიერი შეტყობინება მიიღო

ერაყმა ირანისგან „სიტყვიერი შეტყობინება“ მიიღო, მის ტერიტორიაზე დაგეგმილ სარაკეტო დატყმების შესახებ, - ამის შესახებ ერაყის პრემიერმა, ადილ აბდულ მაჰდიმ განაცხადა.

„ოთხშაბათს, ჩვენ მივიღეთ ოფიციალური სიტყვიერი შეტყობინება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ, ირანი იწყებდა შეტევას. შეტყობინების თანახმად, დარტყმა მხოლოდ იმ ტერიტორიებზე განხორციელდებოდა, სადაც ამერიკის ჯარები ერაყში არიან განთავსებულნი“,- განაცხადა მაჰდიმ.

მისივე თქმით, ირანმა მოუწოდა ერაყს, მიეღო „ყველა აუცილებელი სიფრთხილის ზომა“.

„ერაყი ეწინააღმდეგება მისი ტერიტორიის სუვერენიტეტის დარღვევას. მთავრობა ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს დამატებითი ესკალაცია. ეს სერიოზული კრისიზი ემუქრება სრულიად რეგიონს და მსოფლიოს გამანადგურებელი ომით“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

მომხდარს წინ უძღოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო