დეპუტატი კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს, რის გამოც მას საპარლამენტო მანდატის დატოვება მოუწევს

კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აიჩიეს, შესაბამისად მას პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კარლო კოპალიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტში კანცლერის თანამდებობა და დეპუტატის მანდატი ერთმანეთთან შეუთავსებელია და ის პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმაგანუცხადა, როგორც კი კარლო კოპალიანი ახალი თანამდებობას დაიკავებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მოკვლევას მაშინვე დაიწყებს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კარლო კოპალიანი ახალ თანამდებობას 20 იანვრიდან დაიკავებს. რეგლამენტის თანახმად, როგორც კი კარლო კოპალიანი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მაშინვე დაიწყებს მოკვლევას და შევისწავლით ამ საკითხს, რადგან შეუთავსებელი ხდება პარლამენტის წევრის სტატუსთან. შემდგომ, სესიაზე განვიხილავთ ამ საკითხს და დეპუტატის უფლებამოსილება მას ამის შემდგომ შეუწყდება. გამომდინარე იქიდან, რომ ის პარლამენტში საარჩევნო სიით არის წარმოდგენილი, მის ადგილს პარლამენტში ის ადამიანი დაიკავებს, ვინც სიაში შემდეგი ნომერი იქნება“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025