დონალდ ტრამპი - სანამ აშშ-ს პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება

სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება,-ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, ამერიკულ სამხედრო ბაზებს ირანის „წუხანდელი შეტევის დროს“ მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს - ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზეც ისაუბრა:

„ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც ათასობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში. ამასთანავე ის ახალ თავდასხმებსაც გეგმავდა, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ“.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს