ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს-მა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია