2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 5,200,419 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3% -ით აღემატება (2018 წელი 5,033,118 მგზავრი). აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეკემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი თბილისის გარდა, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა. „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 221,760 მგზავრს მოემსახურა, რაც -15%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,097 მგზავრი). ხოლო 12 თვის ჭრილში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -3% კლება დაფიქსირდა და შეადგინა 3,692,202 (2018 წელი 3,808,650 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის დეკემბერში 45% გაიზარდა და 82,551 მგზავრი შეადგინა (2018 წლის დეკემბერი 57,088 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს 873,907 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით მეტია. (2018 წელი - 617,342).

2019 წელს, ავიასანქციების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,239 მგზავრმა ისარგებლა. რაც 42%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 18,492 მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა და 624,178 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 598,862 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2019 წელს 10,132 მგზავრმა ისარგებლა. რაც 23 %-ით მეტია გასული წელთან შედარებით. (2018 წელი - 8,264 მგზავრი).

მესტიის აეროპორტი დეკებრის თვეში 595 მგზავრს მოემსახურა, რაც 97% -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 302 მგზავრი). 12 თვის ჭრილში კი თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა. (2018 წელი - 6,741 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტი დეკემბერში 67 მგზავრს მოემსახურა, რაც 179%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2018 წლის დეკემბერი - 24 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის ჯამს, ამბროლაურის აეროპორტში 2019 წელს მგზავრთნაკადი, მესტიის აეროპორტის მსგავსად, 23%-ით გაიზარდა და 1,866 მგზავრს მოემსახურა. (2018 წელი - 1,523 მგზავრი)“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა