მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს სამედიცინო ექსპერტებს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს ორ სამედიცინო ექსპერტს დაკითხავენ.

როგორც საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება სამედიცინო ექსპერტი, რომელიც მონაწილეობდა კომისიურ სამედიცინო ექსპერტიზაში და ჰისტოლოგი, რომელმაც მოკლული დავით სარალიძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს