ვარკეთილში, "ანას ბაღში" მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აქციაზე  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივია შეკრებილი

ვარკეთილში, ,,ანას ბაღში” მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის ,,ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებით, კორპუსის მშენებლობა გაგრძელდება და ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივი და ,,პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენლები არიან.

ბენაშვილის თქმით, 3 თვეა ამ კონფლიქტშია და ,,ბოლომდე იცის ვინ ვინ არის.”

,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ სამუშაოების გაგრძელებას. ვახსენე, რომ 15 ადამიანი იდგა და არაფერი არ მომიტყუებია - ნამდვილად ასეა, ადგილობრივი დგას 15 კაცი. მე კონფლიქტში არ შევდივარ, თორემ ვთხოვდი, დაალაგონ მათი პასპორტები და რამდენია ადგილობრივი. 3 თვეა ამ კონფლიქტში ვარ, ბოლომდე ვიცი ვინ ვინ არის, სახეზე მაინც ვიცნობ ადგილობრივ მოსახლეობას, მინიმუმ იმ პირებს, ვინც აპროტესტებენ. აქ არის პარტაქტივი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოყვანილი, იგივე "პარტიზანი მებაღეების" მიერ მოყვანილი და ამიტომ არის გადიდებული ოდნავ მათი რაოდენობა”, - განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

ცნობისთვის, ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ მოსახლეობა აქციას მართვს, ისინი სკვერში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს