ილია ელოშვილი - სიცრუეა, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება - ყველაფერს აქვს საზღვარი და წითელი ხაზები

სპეკულაცია იმაზე, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება სრული სიცრუეა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და წითელი ხაზები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ კომპანიას ადგილმონაცვლეობა ან კომპენსაცია შესთავაზონ. ამასთან, ილია ელოშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

„არც წინა და არც ახალი პროექტით, მშენებელი საერთოდ არ ეხებოდა „ანას ბაღს“. საუბარია „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა მისი გამოყენება საპარკინგედ, ჩვენ მას შემდეგ, რაც ინვესტორთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, ინვესტორი დათანხმდა, რომ "ანას ბაღს", რომელიც არის 300 კვადრატულ ტერიტორიაზე, გადმოსცეს ის 200 კვადრატული ტერიტორია და ასევე, გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა , რომ კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“ თავიდან ბოლომდე და ხდება მისი არა დაზიანება, არამედ გადიდება და გალამაზება, ამიტომ სპეკულაციაა, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება, არის სრული სიცრუე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და წითელი ხაზები. არანაირი საფუძველი ადგილმონაცვლეობას არ აქვს, იმიტომ რომ დაშორება კორპუსებს შორის არის 50 მეტრი, ასეთ კორპუსებში ვცხოვრობ მეც და ალბათ, ბევრი თქვენგანი. 60 ბინიან მშენებლობაზეა საუბარი და არავინ "ანას ბაღს" არ ეხება“, - აცხადებს ილია ელოშვილი.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშენებლობა გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო. მისივე თქმით, ნებართვა ხელახლა არ გაცემულა.

„ჩვეულებრივი არქიტექტურული ხარვეზები იყო, რომელიც დაკორექტირდა და ნებართვის გაცემა მოხდა არა ხელახლა, არამედ მისი დაკორექტირება მოხდა“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა ჰქონდათ. რაც შეეხება მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ პროტესტს პოლიტიკური სარჩული აქვს, ილია ელოშვილი ნეგატიურად აფასებს.

„ეს იყო ძალიან არასწორი და ჩვენ ამაზე შენიშვნაც მივეცით მათ. თვითონ პოლიტიკოსები ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, თუმცა, ჩვენ ამაში პოლიტიკურ სარჩულს არ ვხედავთ“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

ცნობისთვის, ვარკეთილში, "ანას ბაღთან" მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე