აშშ ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, რობერტ ო’ბრეინის განცხადებით, აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ფხენიანმა პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, რომ ვაშინგტონს დაპირებული „საშობაო საჩუქარი“ არ გაუგზავნა.

„ჩვენ დავუკავშირდით ჩრდილოეთ კორეას, რათა გვეთქვა მათთვის, რომ მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ სტოკჰოლმში, სადაც გასული წლის ოქტომბერს ბოლო შეხვედრა გაიმართა“,- განაცხადა ო’ბრეინმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდა დატოვა და განაცხადა, რომ ეს დროის ფუჭი კარგვა იყო. მოგვიანებით, ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, ვაშინგტონს „საშობაო საჩუქრით“ დაემუქრა. ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული საჩუქარი, სავარაუდოდ, გრძელმანძილიანი სარაკეტო სისტემების გამოცდა იქნებოდა, თუმცა დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, ეს შეიძლება „მშვენიერი ვაზა“ ყოფილიყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო