14.07.2025 / 09:02
ვარკეთილში, „ანას ბაღთან“, სადაც რამდენიმე დღეა აქცია მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები განახლდა

ვარკეთილში, „ანას ბაღთან“, სადაც ადგილობრივები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ, სამშენებლო სამუშაოები განახლდა.

მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის, „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლობა აქციების გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს, მაგრამ მთავარია ისინი კანონის დაცვით გაიმართოს.

„დღეს დილით განახლდა სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ვმუშაობთ კანონის სრული დაცვით და მშენებლობას დავასრულებთ კანონით გათვალისწინებულ დროში. მე ტელევიზიებიდან შევიტყვე, რომ აქციის მონაწილეები აქციების განუწყვეტლად გამართვას აპირებენ, კომპანია ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, უბრალოდ აქციები უნდა ჩატარდეს იმ ფორმატში, რომ კანონი არ დაარღვიონ. იმ შემთხვევაში თუ დაარღვევენ კანონს, ადგილზე იმყოფება კომპანიის იურისტი და აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავებს, ნებისმიერ კანონდამრღვევს ექნება მათთან საქმე,” - განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ანას ბაღთან" სამშენებლო სამუშაოები განახლდა - კომპანიის წარმომადგენლის კომენტარი

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა