გიორგი კახიანი - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არსებული ხელისუფლების დამხობის სურვილი სააკაშვილის განცხადებებში ადრეც გაჟღერებულა.

"მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, ხელისუფლების დამხობას. მსგავსი სურვილი მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის განცხადებებში ადრეც მოგვისმენია. ის, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის სურვილი არსებობდა, დაადასტურა ნიკა მელიამაც, როდესაც ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა. თუკი საქართველოში ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა, 20 ივნისს "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა თუ არა ხელისუფლების დამხობის სურვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ეს კითხვები უნდა გაქრეს",- განაცხადა კახიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში 20 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. "ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა", - განაცხადა სააკაშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი კახიანი - მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არსებული ხელისუფლების დამხობის სურვილი სააკაშვილის განცხადებებში ადრეც გაჟღერებულა.

"მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, ხელისუფლების დამხობას. მსგავსი სურვილი მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის განცხადებებში ადრეც მოგვისმენია. ის, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის სურვილი არსებობდა, დაადასტურა ნიკა მელიამაც, როდესაც ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა. თუკი საქართველოში ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა, 20 ივნისს "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა თუ არა ხელისუფლების დამხობის სურვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ეს კითხვები უნდა გაქრეს",- განაცხადა კახიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში 20 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. "ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი