ზღვის უბანში, 4 500 კვმ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რეკრეაციული ზონის ფართობი 4 500 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაირგო ნერგები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე, ბავშვებს კი გასართობი ადგილი არ ჰქონდათ. საპარკე ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. ტერიტორია სამ ფუნქციურ ზონად დავყავით: მოვაწყეთ სკვერი, სპორტული მოედნები და ასევე, პარკინგი, რომელიც მოსახლეობით მოთხოვნით, შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მსგავსი ტიპის პროექტები - გვექნება ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 260 000 ლარი გამოყო.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო