მედიის ცნობით, ირანში "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ირანში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში არიან ბრალდებული. ამის შესახებ ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ისმაილს არ დაუკონკრეტებია არც ვინაობა და არც ის, თუ რამდენი პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს.

„ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
მედიის ცნობით, ირანში "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

ირანში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში არიან ბრალდებული. ამის შესახებ ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ისმაილს არ დაუკონკრეტებია არც ვინაობა და არც ის, თუ რამდენი პირია დაკავებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს.

„ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს