ანა ნაცვლიშვილი - მოლოდინი, რომ მინიმალური დამოუკიდებლობის და პროფესიული თავმოყვარეობის მქონე ადამიანს შეარჩევენ გენერალური პროკურორის პოსტზე, ნულის ტოლია

რატომ ვწვალობთ ამდენს, ხომ გვყავს უკვე გენერალური პროკურორი, რომელიც შეთავსებით ასევე არის სუს-ის უფროსი, ხან - ჯანდაცვის მინისტრი, ხან - მოსამართლე, ხან- ფილანტროპი, ხან - თვით ერის მამა, და ა.შ. - ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევ კონსულტაციებს გამოეხმაურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მოლოდინი იმისა, რომ მინიმალური დამოუკიდებლობის და პროფესიული თავმოყვარეობის მქონე ადამიანს შეარჩევენ გენერალური პროკურორის პოსტზე, არის ნულის ტოლი.

ნაცვლიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი შემდგომში მდგომარეობს:

„დღეს, პროკურატურის "ბალანსზე" არის 20-21 ივნისის საქმე; აქ რომ დამოუკიდებელი ადამიანი მოვიდეს პროკურორად, რომელსაც პროფესიული თავმოყვარეობის ნატამალი მაინც ექნება, მან არც მეტი, არც ნაკლები - მოქმედ პრემიერს უნდა წაუყენოს ბრალი და არამხოლოდ მას!

აქ რომ დამოუკიდებელი ადამიანი მოვიდეს პროკურორად, მან თავიდან უნდა დაიწყოს გამოძიება ია კერზაიას საქმეზე, დათუნა სარალიძის საქმეზე სრული სურათი უნდა ამხილოს, მურად წურწუმიას საქმეს - გაცილებით მძიმე კვალიფიკაცია მისცეს, ლუკა სირაძის საქმეზე (რომელსაც მართალია სხვა უწყება იძიებს) სისტემური დანაშაულის ბრალდებას უნდა დაუჭიროს მხარი სასამართლოში, სალომე ადეიშვილის განცხადებაზე გამოძიება ჩაატაროს (ყველას დაგვავიწყდა ეს საქმე!), სისტემაში ჩაბუდებული უცოდინარი, უპრინციპო ადამიანები გაუშვას და წესიერი ხალხი მოიყვანოს, გააცოცხლოს თაროზე შემოდებული ათობით უსამართლობით დაზარალებული მოქალაქის საქმე, და ა.შ. და ა.შ.

აქ რომ დამოუკიდებელი ადამიანი მოვიდეს პროკურორად, მან უარი უნდა თქვას არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების მხარდაჭერაზე სასამართლოში, რომლებიც პოლიტიკური ლიდერების, კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების/ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმდინარეობს (იხ. მაგ. ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთლის საქმე, რომელზეც პროკურატურის მოწმეებიც კი უარყოფენ ფულის გათეთრების ბრალდებას).

ამიტომ, ეს თავი წინასწარ დაწერილია, წინასწარ ვიცით, რა მოხდება.

სანამ ეს სისტემა აგურ-აგურ არ დაიშლება, მათ შორის, შენობის დემონტაჟის დონეზე (უსამართლობის მუზეუმად გამოდგება!), ვიცხოვრებთ უსამართლო ქვეყანაში, სადაც არაფერი გვიცავს უსამართლობის მანქანაში საკატლეტე ხორცად აღმოჩენისგან! ასეთ ქვეყანაში დიდხანს ვცხოვრობდით (სულ, რაც თავი მახსოვს), ცვლილებების დროა!’’ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს