ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება გავრცელდა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, გური მენაბდიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება გავრცელდა, არასწორია.

როგორც მენაბდიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნარკოტიკი GHB, რომელიც თითქოსდა ბოლო პერიოდში გავრცელდა, უკვე წლებია მოხმარებაშია.

„GHB ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება არ არის. წლებია უკვე მოხმარების შემთხვევები დაფიქსირებულია. ამიტომ, ის განცხადებები, რომ საქმე გვაქვს ახალი ტიპის ნარკოტიკის შემოდინება-გავრცელებასთან, ეს არასწორია.

ის, რომ თითქოს ძალიან გავრცელდა, ამასაც ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენს კლინიკაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ამის მომხმარებელთა მკურნალობის ფაქტები არ გვქონია“, - განაცხადა მენაბდიშვილმა.

გური მენაბდიშვილმა უშუალოდ ამ ნარკოტიკული საშუალების მოქმედების შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, არის შემთხვევები, რომ GHB-ის ზედმეტი დოზის მოხმარება ფატალური შემთხვევებით დასრულდა.

„იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და გულის ცენტრის გაჩერებას, ამიტომ იწვევს ფატალურ შედეგს“, - განაცხადა მენაბდიშვილმა.

მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მიმართვიანობა ძირითადად არის ე.წ. სირეცის მოხმარებაზე, ასევე ბუპრენორფინის შემცველ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პაციენტების მხრიდან.

„გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული სხვადასხვა ფსიქოლოგიური აშლილობის შემთხვევებში და ხაზს გავუსვამ კლუბურ ნარკოტიკულ საშუალებებს”,- განაცხადა მენაბდიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს