კახა კალაძე - კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პრევენციული სახის იყო.

მისი თქმით, კორუფიის კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ თუ დაფიქსირდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“ყოველი წლის დასაწყისში და წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, რადგან მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ, რომ რაიმე

პრობლემა არ იყოს ამ მიმართულებით, რაიმე არ გამოგვეპაროს. კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის და ეს იყო პრევენციის სახით გაკეთებული განცხადება. კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა კორუფციის, მაგრამ თუ იქნება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არავის დაუხრის. კახა კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები