თორნიკე შარაშენიძე - როგორც ჩანს,  პუტინი 2024 წელს  თვითონ აპირებს პრემიერად მოევლინოს, საინტერესოა, ვინ გახდება პრეზიდენტი - მედვედევი აშკარად „ჩააჩოჩა“

როგორც ჩანს, 2024 წელს ვლადიმერ პუტინი აპირებს თვითონ მოევლინოს პრემიერად. 2024 წლიდან შევა ძალაში ახალი კონსტიტუცია, თვითონ გახდება პრემიერი და ვინ გახდება პრეზიდენტი, ეს არის საინტერესო. დიმიტრი მედვედევი აშკარად ჩააჩოჩა, რაღაც საცოდავი თანამდებობა მისცა, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, რუსეთში მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, ფორმა გამონახა, თუმცა ბოლომდე გაურკვეველია, რა ფორმაა და ალბათ, მალე საბოლოოდ გაირკვევა, როგორ დარჩეს ხელისუფლებაში.

„რაც შეეხება საპარლამენტო მმართველობაზე შესაძლო გადასვლას, ეს ასე მარტივად არ მგონია, მოხდეს. აქ ჯერჯერობით საუბარი არის იმაზე, რომ პარლამენტს როლი ეზრდება კაბინეტის - პრემიერისა და მინისტრების დამტკიცებაში. რადგანაც ჯერჯერობით საუბარი არ არის კონსტიტუციის ცვლილებაზე იმ მიმართულებით, რომ პრეზიდენტმა ვადა კიდევ გაიგრძელოს, როგორც ჩანს, 2024 წელს აპირებს თვითონ მოევლინოს პრემიერად, ან ცოტა უფრო ადრეც. 2024 წლიდან შევა ძალაში ახალი კონსტიტუცია, თვითონ გახდება პრემიერი და ვინ გახდება პრეზიდენტი ეს არის საინტერესო, იმიტომ, რომ დიმიტრი მედვედევი აშკარად ჩააჩოჩა. ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ რაღაც საცოდავი თანამდებობა მისცა. მედვედევისთვის ეს თანამდებობა საცოდავია იმ კუთხით, რომ კაცი პრეზიდენტი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრი. ახლა, ის არის საინტერესო გვერდით ვის დაისვამს ტანდემში. აშკარად ვიღაც ერთგული სჭირდება, ისეთი, როგორც იყო მედვედევი 2008-2012 წლებში, ეს არის საინტერესო და ვნახოთ ვის იპოვის“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისი თქმით, პუტინი ცდილობს, რომ მომავალი პრეზიდენტი იყოს სუსტი და ამისათვის კონსტიტუციაში ცვლილება შეაქვს.

„კონსტიტუციაში წერია, რომ ზედიზედ სამჯერ არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი. ახლა, სიტყვა „ზედიზედ“-ს აშორებს. პრეზიდენტი იყო, მერე წავიდოდა, მერე ბრუნდებოდა და ახლა ამას უსპობს მომავალ პრეზიდენტს“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო