ლორა თორნტონი - მზარდი ტრენდი შეინიშნება დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობის კლებაში, როგორიც არის პრემიერის ოფისი, ზოგადად მთავრობის შეფასება, პარლამენტი

მზარდი ტრენდი შეინიშნება სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობის კლებაში, როგორიც არის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ზოგადად მთავრობის შეფასება, პარლამენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლორა თორნტონმა განუცხადა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან შემაშფოთებელია ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყანას არ აფასებს როგორც დემოკრატიულს.

„განსაკუთრებით საარჩევნო წელში ეს არის ძალიან ყურადღების მისაქცევი მონაცემი. რაც შეეხება პარლამენტს, ძალიან უარყოფითი შეფასება აქვს ამ შემთხვევაში. მოსახლეობა ფიქრობს, რომ პარლამენტი არ ითვალისწინებს მისნაირი ხალხის აზრს, არ აქვს და მისთვის რთულია კომუნიკაცია პარლამენტის წევრებთან. ამბობს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარი ან პარტიის ინტერესებს ემსახურებიან და ჩვენი აზრით,სხვადასხვა პირებმა უნდა იზრუნონ, რომ ეს მონაცემები გამოსწორდეს. განსაკუთრებით საარჩევნო წელში არის ეს მნიშვნელოვანი", - განაცხადა თორნტონმა.

მისივე თქმით, კონკრეტული პარტიების მხარდაჭერა კვლავაც დაბალ ნიშნულზეა და ჯამში დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ იცის, ან არცერთი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.

„რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, კვლევა ჩაეშვა ზუსტად მაშინ, როდესაც პარლამენტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცოდა ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მომხდარი იყო ეს მოვლენა და ვინც იცოდა,70% ნეგატიურად აფასებს ამას. ხოლო რაც შეეხება პოზიტივს, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად განაგრძობს საქართველოს საგარეო კურსის მხარდაჭერას, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა თორნტონმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი