ევროკავშირი პუტინის მიერ „ისტორიის გადაწერის“ მცდელობას გმობს

მეორე მსოფლიო ომის გარშემო არსებულ უთანხმოებაში, რომელიც პოლონეთსა და რუსეთს შორის გამწვავდა, ევროკომისიამ პოლონეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

დაპირისპირება მხარეებს შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებმა გამოიწვია, რომლის დროსაც მან პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშროლობაში დაადანაშაულა და პოლონეთის ელჩს ნაცისტურ გერმანიაში „ნაბიჭვარი, ანტი-სემიტი ღორი“ უწოდა.

„ევროკომისია სრულად უარყოფს ნებისმიერ ცრუ პრეტენზიას, რომელიც მიმართულია მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებისკენ ან პოლონეთის, როგორც დამნაშავე მხარის წარმოჩინებისკენ“, - განაცხადა ევროკომისარმა, ვერა ჟუროვამ.

თემაზე განცხადება ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, მანფრედ ვებერმაც გააკეთა. მისი თქმით, პარტია არ მიიღებს „პუტინის მცდელობას გადაწეროს ისტორია“.

„ყველა გერმანელმა პოლიტიკოსმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, თუმცა ყველა პოლიტიკოსმა ევროპაში თუ მის გარეთ უნდა ასევე აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა და არ ითამაშოს ისტორიით“,-განაცხადა ვებერმა.

ცნობისთვის, ბოლო დროს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ და „სისულელე“ უწოდა. რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო.

ამასთან გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ პირობა დადო, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი არქივი შეიქმნება, რომლის მეშვეობითაც მოსკოვი მსოფლიოს „სიმართლეს“ დაუმტკიცებს.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირი პუტინის მიერ "ისტორიის გადაწერის" მცდელობას გმობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო