გენერალური პროკურორობის კანდიდატი სოფიო შენგელია - არჩევნების პროცესის მიმართ ნდობის ფაქტორი მაქვს, სხვა შემთხვევაში, განაცხადსაც არ შევიტანდი

არჩევნების პროცესის მიმართ ნდობის ფაქტორი მაქვს, სხვა შემთხვევაში, განაცხადსაც არ შევიტანდი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა სოფიო შენგელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პროცესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კითხვის ნიშნები არ აქვს.

„ჯერ კიდევ ველოდები კანდიდატთა სიას, რომელსაც შემოიტანენ ხვალ დღის ბოლომდე. ამის შემდეგ ერთთვიანი პროცესი იქნება, სადაც წარვადგენთ ჩვენს ხედვებს გასაუბრებებზე. პროცესს შევხედავ და დაველოდები შედეგებს. როგორც იურისტისთვის, ჩემი ინტერესის სფერო პროკურატურა არის და ყოველთვის იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველთვის ვეწეოდი საგანმანათლებლო სივრცეში საქმიანობას. მაგრამ თუ ამ მიმართულებას შევცვლიდი და გადავიდოდი სხვა მიმართულებაზე, ეს იქნებოდა პროკურატურა და არაფერი სხვა. ჩემი მოტივაციისას მე ვისაუბრე სამი მიმართულებით, განგრძობადი განათლების მიმართულებით პროკურატურაში, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რომელიც პროკურორებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასაბუთების ხარისხის ამაღლებას შეუწყობდა ხელს. ქალის როლზე, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე მეტი ქალი იყოს და ასევე, გავამახვილე ყურადღება, რომ კვალიფიციურ პორკურორებს დამოუკიდებლობის ხარისხი შესაძლებელია აუმაღლდეთ,“ - განაცხადა კანდიდატმა.

სოფიო შენგელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს საადვოკატო და საპროკურორო საქმიანობის გამოცდილება, მისი უნარები და კვალიფიკაცია საკმარისია გენერალური პროკურორის თანამდებობის დასაკავებლად.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის სურვილი ამ დროისთვის 9 კანდიდატმა გამოთქვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს