ბადრი ჯაფარიძე - კონკრეტული პროკურორები ასრულებენ დავალებას, სამწუხაროა, ახალგაზრდები არიან და საიდან აქვთ პავლიკ მოროზოვული შემართება

„ელემენტარული თავმოყვარეობის მქონე ან პროკურორი, ან იურისტი თავიდანვე იტყოდა, რომ აქ არ არსებობს საფუძველი, ეს კონკრეტული პროკურორები ასრულებენ დავალებას, სამწუხაროა, ახალგაზრდა ადამიანები არიან და ჩემთვის წარმოუდგენელია, საიდან აქვთ პავლიკ მოროზოვული შემართება“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინა პროცესებისგან განსხვავებით, პროცესზე რაიმე ახლის მოლოდინი არ აქვს.

„მოლოდინი იგივე გვაქვს, რაც წინა პროცესებიდან. მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ვინმე მოვატყუეთ ან “ფულის გათეთრებასთან“ გვქონდა საქმე, არ არსებობენ ბუნებაში და არც - პროკურატურის მონაცემებში. უბრალოდ, პროკურორები პავლიკ მოროზოვის შემართებით ფიქრობენ, რომ პიარულად მოახერხებენ იმის წარმოჩენას, რაც არ არსებობს - თეთრის შავად წარმოჩენას. სამწუხაროდ, ისინი არიან ამ სისტემის ნაწილი, რომლის სათავეში დღევანდელი მმართველია. მაგრამ, რაც შეეხება დღევანდელ თუ შემდეგ პროცესებს, იქნება ერთი და იგივე, ვნახავთ, რომ არანაირი დამადასტურებელი ამ ყოვლად უსინდისო ბრალდების, რომელიც ჩვენ გვაქვს წამოყენებული, არ არსებობს. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორედ, კონსტიტუციური ორგანოს მეორე დასკვნა არსებობს, სახალხო დამცველის დასკვნა, რომლის თანახმადაც იმ დანაშაულის ნასახი არ არის ამ საქმეში, რომელსაც ჩვენ გვედავებიან“, - აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა.

მისივე თქმით, საქმის პროკურორები სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და მხოლოდ და მხოლოდ, დავალებას ასრულებენ.

„ვფიქრობ, ელემენტარული თავმოყვარეობის მქონე ან პროკურორი, ან იურისტი თავიდანვე იტყოდა, რომ აქ არ არსებობს საფუძველი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კონკრეტული პროკურორები ამ შემთხვევაში არიან ამ სისტემის ნაწილი და ასრულებენ დავალებას - ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, რადგან ახალგაზრდა ადამიანები არიან და ჩემთვის წარმოუდგენელია, საიდან აქვთ ეს პავლიკ მოროზოვული შემართება. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, ეს აზიანებს ქვეყაბას, თითოეულ ქართულ ოჯახს, და უმნიშვნელოვანესია, რომ ამის შედეგია ის რეიტინგი, რომელიც ახლა აქვს მმართველ პარტიას. გუშინ ნახეთ, თუ როგორ დაეცა მათი მხადამჭერთა რიცხვი. ეს კიდევ გაგრძელდება, მათ რეპრესიულ ნაბიჯებთან ერთად მათი რეიტინგი აუცილებლად კიდევ უფრო დაბლა ჩავა”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა