განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1269,794 გრ. ნივთიერება „ADB-FUBINACA“, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერების ნაწილი 2019 წლის 29 ივლისს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის, ხოლო ნაწილი 22 აგვისტოს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს.

სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 96,2421 გრ. ნარკოტიკული საშუალება “მდმა“, (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 1,5381 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2019 წლის 29 ივლისს რუსთავში დააკავეს.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1269,794 გრ. ნივთიერება „ADB-FUBINACA“, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერების ნაწილი 2019 წლის 29 ივლისს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის, ხოლო ნაწილი 22 აგვისტოს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს.

სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 96,2421 გრ. ნარკოტიკული საშუალება “მდმა“, (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 1,5381 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2019 წლის 29 ივლისს რუსთავში დააკავეს.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო