20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაცვის მხარის ტრიუმფი იყო

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაცვის მხარის ტრიუმფი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაკავებულების ბრალეულობა არ იკვეთება და ეს თავად ბრალდების მხარის მოწმეებმაც დაადასტურეს.

„ბრალეულობა ცალსახად არ იკვეთება და ეს ამ მოწმეებმაც დაადასტურეს, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი იყო, რომელიც თვითონ მოწმეებმა, ბრალდების მხარის მოწმეებმა, პოლიციელებმა აღნიშნეს. ის, რომ ზოგიერთმა დაინახა, რომ ძალიან ახლო მანძილიდან ესროდნენ მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს, რომ აკრძალულია 5 მეტრზე ახლოდან ამ ტყვიების გამოყენება, რომ არ შეიძლება სახის, თვალებისა და თავის მიმართულებით ამ იარაღის გამოყენება და რეალურად, იყო გამოყენებული, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, ბრალდებასთან მათ კავშირი არ აქვთ და პირიქით, დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა იყო დაცვის მხარის ტრიუმფი", - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ორმა მოწმემ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად მიიღეს დაზიანებები.

რაც შეეხება ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პროკურორის თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. მისივე თქმით, ამ ორმა პირმა სრულად უნდა აღიაროს დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება ვერ მოხდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. სხდომას თავად ბრალდებულები, პროტესტის ნიშნად, არ ესწრებოდნენ. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 20 იანვარს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს