ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ეს ინფორმაციები საიდან მოდის მისთვის უცნობია.

„ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ხანდახან მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, არ ვიცი ეს საიდან მოდის. ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ახლა როგორც მთავრობის წევრი, მინისტრი გესაუბრებით, ვაკეთებ ჩემ საქმეს ისევე როგორც თითოეული ჩემი კოლეგა ეფექტურად. ჩემი საქმიანობის შეფასება მთავრობის და აუდიტორიის შეფასების საქმეა. არ ვიცი ამ კითხვას სხვანაირად როგორ ვუპასუხო. ვაკეთებ ჩვენ საქმეს, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ მომავალშიც საქმისთვის და წარმატების მიღწევისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება", -განაცხადა ციხელაშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა გიორგი გახარიამ შესაძლოა, თანამდებობა უახლოეს ხანში დატოვოს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს