მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდრესენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე მარკო სოლდიკი და საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი ხათუნა ხუციშვილი.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმ პროექტებისათვის, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობისა და ინკლუზიური განათლების კუთხით ერთობლივად განხორციელდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა სწორედ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით დაიწყო.

განსაკუთრებულად აღინიშნა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისათვის მობილობის ხელშეწყობის აუცილებლობა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა