კახა კუჭავა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსა და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„9 თებერვალს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა განაცხადა, ძალიან მალე აპირებენ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმირებას და გამოთქვეს მზადყოფნა, დაიგეგმოს ორმხრივი ვიზიტები. ასევე, ვისაუბრეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც წლის განმავლობაში გვინდა განვახორციელოთ, მათ შორის, საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში. ჩვენი მხრიდან ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებს წარმოადგენს, აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნულის განხორციელებაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს