დავით ბერძენიშვილი - ვიღაცები დაბრუნდნენ, ვიღაცები დაბრუნების რიგში არიან, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილს საკადრო რესურსი ამოეწურა - ჟონგლიორობს, მაგრამ საჟონგლიორო ნივთები დაუჟანგდა

ხელისუფლებაში კრიზისია, ივანიშვილის ხელისუფლება ინტელექტისგან და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „დღეს ხელისუფლებას კატასტროფული მდგომარეობა აქვს“.

„ღიმილის მომგვრელია დაბრუნებების სერია. ბატონი ჩხენკელი დაბრუნდა ისტორიული ფრაზით, როცა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. მგონი, უნდოდა ეთქვა, სარაჯიშვილი, ან რომელიმე ძმა ზუბალაშვილი იმიტომ, რომ ექვთიმე სხვა რამითაა ცნობილი და არა ქველმოქმედებით. არ წარმოადგენდა ჩხენკელის დაბრუნება ცუნამს, ჩხენკელი კი არა, ოთხი წლით ღრმა თადარიგში მყოფი ღარიბაშვილიც დაბრუნდა. ქუცნაშვილის საკითხი კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია, შოთაძის საკითხიც ამ ტიპისაა. ასე რომ, საკადრო კარუსელი უკვე ამოიწურა და ერთი და იგივე წრეზე არიან. „ქართუში“ მეტი არავინ მუშაობდა. ვიღაცები დაბრუნდნენ, ვიღაცები დაბრუნების რიგშია - ეს ნიშნავს, რომ საკადრო რესურსი ამოეწურა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი ჟონგლიორობს, მაგრამ დაუჟანგდა მას ეს საჟონგლიორო ნივთები, კვალიფიკაციის სრული დეფიციტია ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში კრიზისია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ინტელექტისგან და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილია“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან თბილისის მერის, კახა კალაძის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კალაძის რეიტინგი მისთვის „საფრთხის მატარებელია“.

„კალაძე კიდევ თბილისის მერია და რაღაცას აკეთებს. ერთადერთია ხელისუფლებაში, ვისაც ნდობის რეიტინგი აქვს და რაზეც ვფიქრობ, რომ ეს მისთვის საფრთხის მატარებელია, იმიტომ რომ არ უყვარს ივანიშვილს მისგან დამოუკიდებლად ვინმეს, თუ რაიმე რეიტინგი აქვს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ