დავით ბაქრაძე ჩიკაგოს უნივერსიტეტში ევროპული უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიწვევით პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე აშშ-ში გაემგზავრა. ჩიკაგოს უნივერსიტეტში ევროპული უსაფრთხოების ფორუმი იმართება, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები იღებენ მონაწილეობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტია "ევროპული საქართველოდან" აცნობეს, დავით ბაქრაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს გამოწვევებზე ისაუბრა.

ფორუმის ძირითადი თემა ევროპული უსაფრთხოება, ტრანსატლანტიკური ერთობა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციაა.

„საქართველოს გარშემო რეგიონში სიტუაცია უკიდურესად გამწვავებულია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ამ ვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი გამთლიანების და დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად და რა ფორმით იქნება აშშ ჩართული რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრადიციისა და გავლენის მქონე უნივერსიტეტი მსგავს ფორუმს ატარებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტმა სივრცე შექმნა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რათა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა