პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, დიდ აიაზმაში წყლის კურთხევის წესი აღასრულა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყლის კურთხევის წესი აღასრულა. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ტარდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს