დიღომში, ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დიღომში, ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელმძღვანელის ნაირა ქარქშაძის განცხადებით, ამ დროისთვის გვამის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

"გამოძახება მივიღეთ, რომ "მიონის" შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე მოსვლისას დაგვხვდა ღია ცეცხლი. ჩვენ იქ ვერ შევედით ძლიერი დაკვამლიანების გამო, ასევე მოსალოდნელი იყო ნგრევაც, ამიტომ დაახლოებით 55 წლის მამაკაცი ჩამოიყვანეს ქვემოთ, რომელიც არის გარდაცვლილი. ორგანიზმს ეტყობა დამწვრობის კვალი. ამ ეტაპზე,გვამის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს",-განაცხადა ექიმმა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
დიღომში, ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დიღომში, ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელმძღვანელის ნაირა ქარქშაძის განცხადებით, ამ დროისთვის გვამის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

"გამოძახება მივიღეთ, რომ "მიონის" შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე მოსვლისას დაგვხვდა ღია ცეცხლი. ჩვენ იქ ვერ შევედით ძლიერი დაკვამლიანების გამო, ასევე მოსალოდნელი იყო ნგრევაც, ამიტომ დაახლოებით 55 წლის მამაკაცი ჩამოიყვანეს ქვემოთ, რომელიც არის გარდაცვლილი. ორგანიზმს ეტყობა დამწვრობის კვალი. ამ ეტაპზე,გვამის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს",-განაცხადა ექიმმა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?