ახალგორის გამგებელი - 5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, მოსახლეობა უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაშია

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა უკიდურესი სტრესის ქვეშაა.

„მოსახლეობა შიშობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ოკუპირებულ დაბაში შესაბამის სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებს და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. სხვა სამედიცინო სერვისებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მედიკამენტებიც კი არაა. პროდუქტების უმრავლესობა ახალგორში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედიოდა, მას შემდეგ კი, რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გზები ჩაკეტეს, პროდუქტები გაძვირდა. ყველაფერი ვლადიკავკაზიდან, ცხინვალის გავლით შედის დაბაში, რაც ფასებს ახუთმაგებს. მაგალითად, მანდარინის შეძენა, რომელიც აქ 1 ლარი ღირს, ახალგორელებს 5-6 ლარად უწევთ ყიდვა. კატასტროფული ფასებია ხილსა და ბოსტნეულზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ძალზე უკმაყოფილოა და როდესაც ე.წ. პრეზიდენტი ახალგორის მოსახლეობას შეხვდა, ეს უკმაყოფილება და პროტესტი ცალსახად დააფიქსირეს დაბაში მცხოვრებლებმა. 5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, დაბაში შესვლა ვეღარ შეძლეს იმ ადამიანებმა (პედაგოგებმა, მედიცინის მუშაკებმა), რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ახალგორში. საოკუპაციო რეჟიმს, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს ახალგორელები, როგორც ეთნიკურად ქართველები, ასევე ეთნიკურად ოსი მოსახლეობაც“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს