გია ვოლსკი - საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილება არის კოლექტიური

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს ბიძინა ივანიშვილი. გადაწყვეტილება არის კოლექტიური, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მოთხოვნას, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს ივანიშვილიც დაესწროს, ვინაიდან, მათი თქმით, გადაწყვეტილების მიმღები სწორედ ის არის.

ვოლსკის თქმით, მმართველ გუნდში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს.

„ეს ღლიცინი და ქილიკი, რასაკვირველია, ის მეთოდია, რითიც განაპირობებენ ჟურნალისტების შეკითხვას. ბიძინა ივანიშვილი არ იღებს გადაწყვეტილებას არც ამ და არც ბევრ სხვა საკითხზე. გადაწყვეტილება არის კოლექტიური და არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მიშა სააკაშვილის თვისებებიც რომ ჰქონდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეთავაზება, რომლის მიხედვითაც პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება, საქართველოს კრიზისის საფრთხიდან გამოიყვანს.

„რას ამბობს ვოლსკი, ვაშაძე თუ ბოკერია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად საფრთხის შემცველია ესა თუ ის პროექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თვითონ გამოიტანოს დასკვნა. პიკეტირება და პარლამენტის მუშაობის დაბლოკვა - ეს ის გზაა, რომელსაც ჩვენი ოპონენტების დიდი ჯგუფი მიჰყვება და ამასთან დაკავშირებით ბევრ ახალგაზრდას არ აქვს სწორი ინფორმაცია. 100/50 არის შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვანწილად იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებებსაც და საქართველოს გამოიყვანს შესაძლო კრიზისის საფრთხიდან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს