მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს

ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია 8000 ქონებაზე რეგიონებში, რომელთა გასხვისების პროცესში მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიურად ჩართვისა და დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ, მაია ცქიტიშვილთანერთად, ვამუშავებთ დეცენტრალიზაციის პროგრამას, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ჩავრთავთ პრივატიზაციაში. თბილისში, კაბინეტებიდან, დიდი სურვილის მიუხედავად, შეიძლება სათანადოდ ვერ შევაფასოთ რომელიმე პატარა ობიექტის ბიზნესპოტენციალი. ჩვენ 8000 მცირე ქონება გვაქვს შერჩეული, რომლებზეც ვაცხადებთ, რომ მოგვმართოთ მუნიციპალიტეტებმა, რათა ეს ქონება გადავცეთ და შემდეგ თავად მოახდინონ მისი გასხვისება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ესაა დეცენტრალიზაციის სამთავრობო გეგმის ნაწილი, მაგრამ მთავრობა მზადაა, პროცესი დააჩქაროს.

„ყველა ეს ქონება იდენტიფიცირებულია და გვინდა მოუწოდოთ მუნიციპალიტეტებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ მათ გასხვისებაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს

ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია 8000 ქონებაზე რეგიონებში, რომელთა გასხვისების პროცესში მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიურად ჩართვისა და დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ, მაია ცქიტიშვილთანერთად, ვამუშავებთ დეცენტრალიზაციის პროგრამას, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ჩავრთავთ პრივატიზაციაში. თბილისში, კაბინეტებიდან, დიდი სურვილის მიუხედავად, შეიძლება სათანადოდ ვერ შევაფასოთ რომელიმე პატარა ობიექტის ბიზნესპოტენციალი. ჩვენ 8000 მცირე ქონება გვაქვს შერჩეული, რომლებზეც ვაცხადებთ, რომ მოგვმართოთ მუნიციპალიტეტებმა, რათა ეს ქონება გადავცეთ და შემდეგ თავად მოახდინონ მისი გასხვისება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ესაა დეცენტრალიზაციის სამთავრობო გეგმის ნაწილი, მაგრამ მთავრობა მზადაა, პროცესი დააჩქაროს.

„ყველა ეს ქონება იდენტიფიცირებულია და გვინდა მოუწოდოთ მუნიციპალიტეტებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ მათ გასხვისებაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო