დავით ბაქრაძე - საზოგადოებასთან კუნთების თამაში და დასავლეთთან დაპირისპირება არ შერჩენია და არ შერჩება არც ერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში

დღეს შოთაძის უკან დაბრუნებით ხელისუფლება გვეუბნება, რომ საზოგადოების პროტესტი არ აინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენის კომენტირებისას განაცხადა.

ბაქრაძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ აჩვენონ ძალა და დაუპირისპირდნენ საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. სწორედ ამ კუთხით შეიძლება განვიხილოთ შოთაძის პროკურორად დაბრუნება. ესაა „ქართული ოცნების“ სახე, ხელისუფლება საკუთარი შექმნილი პრობლემებისგან იმალება კედლების და პოლიციელების უკან და საზოგადოებას იწვევს იმ ადამიანების დაბრუნებით, ვისი გაშვებაც თავის დროზე საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე მოხდა“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „საზოგადოებასთან კუნთების თამაში, გამოწვევა და დასავლეთთან დაპირისპირება არ შერჩენია და არ შერჩება არც ერთ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება