ირანში ბასიჯის ძალების მეთაური მოკლეს, რომელიც ყასემ სოლეიმანის ახლო მოკავშირე იყო

ირანში, ნიღბიანმა პირებმა უსაფრთხოების ძალების მეთაური, გენერალი აბდოლჰოსეინ მოჯადამი მოკლეს. მედიის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსანი, ბაღდადის აეროპორტში მოკლული ყასემ სოლეიმანის მოკავშირე იყო და რევოლუციური გვარდიის ბასიჯის ძალებს ხელმძღვანელობდა.

ირანული მედიის ცნობით, მკვლელობა ხუზესტანის პროვინციაში მოხდა, სადაც ნიღბიანმა პირებმა, რომლებიც მოტოკიცლეტებით გადაადგილდებოდნენ, მოჯადამის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბასიჯის დანაყოფები აქტიურად მონაწილეობდნენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევაში, რომლის დროსაც ათობით, ზოგიერთი ცნობით, დაახლოებით 300 დემონსტრანტი დაიღუპა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო