საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ევროკავშირი საქართველოსთვის“ აცნობეს, ახალ პროექტს „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით (IRC) იწყებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს სასტუმრო „რუმსში“ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე, პროფესიული წრეებისა და ინტერესთა ჯგუფების გარდა, ნაკლებად აღქმადია ფართო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი მისი განხორციელების მიმართ დაბალია, გარდა ამისა, მისი სამოქალაქო მონიტორინგი ტექნიკურად რთული განსახორციელებელია და ის ნაკლებად არის მოქცეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზედამხედველობის ქვეშ. ამ სფეროში მონიტორინგის პრაქტიკა ქაოტურია და პოლიტიკური ჩარჩო საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა არ არსებობს. ჩვენ მიზნად დავისახეთ შევქმნათ ერთიანი სისტემური ჩარჩო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ვცადოთ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების სრულფასოვანი შეფასება და ზოგადად წავახალისოთ აღნიშნული რეფორმის საზოგადოებრივი მონიტორინგის პრაქტიკა“, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში IRC-ის დირექტორმა, გიორგი გაბრიელაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემისა და საჯარო სერვისების ინდექსის თავსებადობის მნიშვნელობას.

„საჯარო სერვისების ინდექსი, რომელიც დღეს შემუშავების პროცესშია, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ხარისხიანი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფისკენ, თუმცა აღნიშნული ინდექსი, მხოლოდ საჯარო უწყებების გამოყენებისთვის იქმნება. საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემა და მისი ჩარჩოები ვფიქრობ სერვისების მიმწოდებელ უწყებებს შეუქმნის დამატებით შესაძლებლობას დაინახონ სრული სურათი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია IRC-ის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ჩარჩოსა და საჯარო სერვისების ინდექსის თავსებადობა, რისთვისაც აქტიურ თანამშრომლობას ველით“, - განაცხადა სახოკიამ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ნინო სამველიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება, რომელიც ერთი-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის.

„ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად ეფექტური და პროფესიონალური საჯარო მმართველობის განვითარება საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ძლიერი ინსტიტუტები და კარგი მმართველობა ჩვენი თანამშრომლობის მიზანია. ეს მოქალაქეების სამსახურში ყოფნის საუკეთესო გზაა. ამ თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა გადამწყვეტია და ვფიქრობთ, საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა და მობილიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კარგი მმართველობის დამკვიდრებას საქართველოში”, - აღნიშნა სამველიძემ.

ცნობისთვის, პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ მთავარი მიზანია შეიქმნას საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჩართულობით, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავების გზით განხორციელდება. საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავებით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგულარულ ალტერნატიულ ანგარიშგებაში ჩართვით, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ხელს შეუწყობს უფრო ფართო მიზნების განხორციელებას, კერძოდ კი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა“, როგორც ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებაშია აღნიშნული.

მონიტორინგის სისტემის შექმნისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებას ექნება კონკრეტული მექანიზმი უფრო მარტივად და ეფექტურად აწარმოოს საზოგადოებრივი მონიტორინგი იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის განხორციელება საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოფაზე ახდენს გავლენას.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ევროკავშირი საქართველოსთვის“ აცნობეს, ახალ პროექტს „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით (IRC) იწყებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს სასტუმრო „რუმსში“ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე, პროფესიული წრეებისა და ინტერესთა ჯგუფების გარდა, ნაკლებად აღქმადია ფართო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესი მისი განხორციელების მიმართ დაბალია, გარდა ამისა, მისი სამოქალაქო მონიტორინგი ტექნიკურად რთული განსახორციელებელია და ის ნაკლებად არის მოქცეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზედამხედველობის ქვეშ. ამ სფეროში მონიტორინგის პრაქტიკა ქაოტურია და პოლიტიკური ჩარჩო საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა არ არსებობს. ჩვენ მიზნად დავისახეთ შევქმნათ ერთიანი სისტემური ჩარჩო, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ვცადოთ საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების სრულფასოვანი შეფასება და ზოგადად წავახალისოთ აღნიშნული რეფორმის საზოგადოებრივი მონიტორინგის პრაქტიკა“, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში IRC-ის დირექტორმა, გიორგი გაბრიელაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემისა და საჯარო სერვისების ინდექსის თავსებადობის მნიშვნელობას.

„საჯარო სერვისების ინდექსი, რომელიც დღეს შემუშავების პროცესშია, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ხარისხიანი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფისკენ, თუმცა აღნიშნული ინდექსი, მხოლოდ საჯარო უწყებების გამოყენებისთვის იქმნება. საჯარო მმართველობის მონიტორინგის სისტემა და მისი ჩარჩოები ვფიქრობ სერვისების მიმწოდებელ უწყებებს შეუქმნის დამატებით შესაძლებლობას დაინახონ სრული სურათი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია IRC-ის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ჩარჩოსა და საჯარო სერვისების ინდექსის თავსებადობა, რისთვისაც აქტიურ თანამშრომლობას ველით“, - განაცხადა სახოკიამ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ნინო სამველიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება, რომელიც ერთი-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის.

„ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან ერთად ეფექტური და პროფესიონალური საჯარო მმართველობის განვითარება საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ძლიერი ინსტიტუტები და კარგი მმართველობა ჩვენი თანამშრომლობის მიზანია. ეს მოქალაქეების სამსახურში ყოფნის საუკეთესო გზაა. ამ თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა გადამწყვეტია და ვფიქრობთ, საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა და მობილიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კარგი მმართველობის დამკვიდრებას საქართველოში”, - აღნიშნა სამველიძემ.

ცნობისთვის, პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ მთავარი მიზანია შეიქმნას საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჩართულობით, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავების გზით განხორციელდება. საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავებით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგულარულ ალტერნატიულ ანგარიშგებაში ჩართვით, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ხელს შეუწყობს უფრო ფართო მიზნების განხორციელებას, კერძოდ კი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა“, როგორც ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებაშია აღნიშნული.

მონიტორინგის სისტემის შექმნისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებას ექნება კონკრეტული მექანიზმი უფრო მარტივად და ეფექტურად აწარმოოს საზოგადოებრივი მონიტორინგი იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის განხორციელება საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოფაზე ახდენს გავლენას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია