დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნება“ მზად არის საკუთარი პარტიული ინტერესისთვის და სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც თავად დიდი ხანია მიექანება

„ქართული ოცნება“ მზად არის საკუთარი პარტიული ინტერესისთვის და სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც თავად დიდი ხანია მიექანება. სწორედ ამას ადასტურებს კონგრესმენების წერილიც, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ჟურნალისტებთან ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილს და მასზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

დავით ბაქრაძე საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებების საფრთხეზეც საუბრობს.

„კონგრესის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარის წერილი რეალურად შეიძლება გახდეს ის საფუძველი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლამდე და როცა საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრის უგულებელყოფას და უბრალო არითმეტიკამდე დაყვანას ახდენს, რომ „რას ნიშნავს ან რას ცვლის 4 კონგრესმენის აზრი“, - ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც თავად, როგორც პარტია, უკვე დიდი ხანია მიექანება და სწორედ ამას ადასტურებს კონგრესმენების წერილიც, ევროპარლამენტის კრიტიკაც და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოთქმული სხვა შენიშვნები. ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს, როგორც არასდროს, უნდა იყოს, არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო იზოლაციის უფსკრულში გადაიყოლოს საქართველო, რადგან საერთაშორისო იზოლაციის უფსკრულს ჩვენთვის მოჰყვება ფუნდამენტური საფრთხეები, საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი ეკონომიკური განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთზე, ამერიკელების და ევროპელების მხარდაჭერაზე, ამ ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტიციებზე და როცა ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის ერთი პოლიტიკური გუნდი, ამ გუნდის ინტერესი და ამ გუნდის მხრიდან სკამების შენარჩუნების მცდელობა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ უკვე განურჩევლად პოლიტიკური ინტერესებისა, საქართველოს მომავალი დავაყენოთ უფრო მაღლა და არ მივცეთ უფლება დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი სკამების შენარჩუნების გამო საფრთხე შეუქმნან ამ ქვეყნის მომავალს, მის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას და ევროატლანტიკურ და ევროპულ მომავალს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?