ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა

22 იანვარს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა 1365-ე სხდომაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის სექტორის 2030 წლის სტრატეგია დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სტრატეგიის ოთხი თემატური პრიორიტეტია: ახალგაზრდობის მიერ პლურალისტური დემოკრატიის აღორძინება, ახალგაზრდების წვდომა უფლებებზე, მშვიდობიან და ინკლუზიურ საზოგადოებებში თანაცხოვრება, ახალგაზრდობის მუშაობა.

„ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“, რომელიც მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში (2019 წლის ნოემბერი - 2020 წლის მაისი) ამოქმედდა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ევროპის საბჭოს ღირებულებების განვითარებაში. 2020 წლის 23 იანვარს, სტრასბურგში, შედგება ახალგაზრდობის საკითხზე მინისტრთა მოადგილეების შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე მინისტრთა კომიტეტის ფოიეში „ახალგაზრდობის სექტორის სტრატეგია 2030“-ის ოფიციალური პრეზენტაცია და მიღება გაიმართება. ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს