მუხიანში ძველი ავტობუსები “ISUZU”-ს  მარკის ავტობუსებით ჩანაცვლდა

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, მუხიანის დასახლებაში მოძრავი № 17 სამარშრუტო ავტობუსი “ISUZU”-ს მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა. ახალი ავტობუსები მგზავრებს მუხიანის IV ბ მიკრო რაიონიდან, გადასასვლელ ხიდამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე დღეს ახალი ავტობუსების გასვლის პროცესს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, მუხიანის დასახლებაში კიდევ ერთი სამარშრუტო ხაზის მგზავრებს ახალი, ევროპული სტანდარტების ავტობუსები მოემსახურებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღეიდან, მათთვის ავტობუსით ყოველდღიური მგზავრობა უფრო კომფორტული, სწრაფი და მოსახერხებელი იქნება,“- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; მასში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ის სიგნალით დაფარვას ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა