მიხეილ კალანდიას ადვოკატი - ხელისუფლება გამოსავალს ეძებს ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში - გამოვითხოვ განაჩენს, რასაც სავარაუდოდ, ხვალ უზენაესი სასამართლო დაამტკიცებს

ამ აჯაფსანდალში, რომელშიც თვითონ გაეხვია უსუსური და უუნარო ხელისუფლება, გამოსავალს ეძებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში,- ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ გეგმავს ოფიციალურად გამოითხოვოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

„უზენაესი სასამართლოს მეშვეობით რომ დადგენილიყო ის საკასაციო მოთხოვნა, რასაც ჯანაშია ითხოვდა - აუცილებელი მოგერიების ფარგლები, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნებოდა ეღიარებინა, რომ კალანდია იყო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, თუ დადგინდება, რომ გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრით უზენაესი სასამართლო მიიჩნევს ბარბაქაძეს სარალიძის მკვლელად, ასეთ შემთხვევაშიც კალანდია არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ამ აჯაფსანდალში, რომელშიც თვითონ გაეხვია უსუსური და უუნარო ხელისუფლება, გამოსავალს ეძებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. ამას მიაღწია ჯანაშიასთან და დღეს გავავრცელე ინფორმაცია, რომ მსგავსი ზემოქმედების მცდელობა ჰქონდათ პატივსადები ოჯახის მიმართ, იყო ასეთი, მაგრამ ვერ მიაღწიეს იმას, რა შედეგსაც მიაღწიეს ზაზა სარალიძესთან.

ხვალ სამუშაო საათების დამთავრებამდე ოფიციალურად გამოვითხოვ იმ განაჩენს, რასაც სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლო. დაშტრიხულ ფორმით მაინც უნდა მომცენ და ამის შემდეგ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, უფრო მაღალი სტაჟის მქონე იურისტებსაც კი უკვირთ, რა პირობები შეიძლება იყოს ჯანაშიას სიტუაციაში მყოფ მსჯავრდებულთან“,- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს