მოკვლევის თანახმად, შშმ ქალები ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ

სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თემატური მოკვლევის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების და გოგონების მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე” ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თემატური მოკვლევის პროცესი, ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა და საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა რატი იონათამიშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა მაკა მეშველიანმა გააცნეს. სიტყვით გამოვიდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მოკვლევის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, შშმ ქალებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩატარდა ინტერვიუები, შეხვედრები და მოსმენები. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანი სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში შშმ ქალებისა და გოგონების ჩართულობისა და არსებული სამედიცინო მომსახურების შესწავლა იყო.

მოკვლევის შედეგად შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები და წინადადებები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისთვის, ამასთან, მოკვლევის ფარგლებში გამოვლინდა ის სერვისები თუ პროგრამები, რომლებიც შშმ ქალების და გოგონების ავტონომიუტობის მაქსიმალურად მაღალ ხარისხს შეუწყობს ხელს და უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის რეალიზაციას.

მოკვლევამ აჩვენა, რომ შშმ ქალები ვერ სარგებლობენ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურებით. განსაკუთრებულ ბარიერად გამოიკვეთა სამედიცინო დაწესებულებების და აფთიაქების ფიზიკური მისაწვდომობა, სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებები და შშმ პირთა სპეციფიკიდან გამომდინარე, სამედიცინო ცოდნის ნაკლებობა, რეპროდუქციული და სექსუალური უფლებები, ფსიქოსოციალური საჭიროებები, აბილიტაცია - რეაბილიტაცია, სტომატოლოგია; ასევე წვდომა მედიკამენტებსა და აფთიაქებზე. ამასთან ერთად, შშმ ქალები და გოგონები ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო მედიკამენტებით სათანადოდ არ არიან უზრუნველყოფილნი. სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება განსაკუთრებით პრობლემატურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები შშმ ქალებისა და გოგონებისთვის. საკომიტეტო მოკვლევის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა