მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან" იმართება, რომელიც სააკაშვილის ფილიალია

მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან" იმართება, რომელიც „მიხეილ სააკაშვილის ფილიალია".

როგორც დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ თოდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სარალიძეს ყოველთვის ყველაფერი გასდიოდა და ყველას ყველაფერს კარნახობდა.

„ზაზა სარალიძეს ყველაფერი გასდიოდა ხელისუფლებასთან, ის ფაქტობრივად კარნახობდა, მიჩვეულია, რომ უკარნახოს პროკურორს, უკარნახოს მოსამართლეს, უკარნახოს გამომძიებელს. უკარნახოს ზურაბ თოდუას და მიხეილ კალანდიას, ამას არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში! თუნდაც ირაკლი შოთაძის ხელახალ პროკურორობას მისცეს ხმა კი არა, "ქართული ოცნების" კიდევ ერთხელ არჩევას რომ მისცეს ხმა, შანსი არ არის, არ დავუტოვებთ არავითარ შემთხვევაში, რამეთუ ისეთი მტკიცებულებები გამაჩნია მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის შესახებ, რაც არ უნდა იხტუნაოს და ვინც არ უნდა ახტუნაოს... ვინც დგას მის უკან, ძალიან კარგად არის ჩემთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ის იმართება "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან", რომელიც არის პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ფილიალი და პროვოკაციისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. მისი წარმომადგენელი ამ ორგანიზაციის ადვოკატია", - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რატომ ამბობს ახლა რომ ზაზა სარალიძე ოპოზიციისგან იმართება, როცა ამბობდა, რომ მას ხელისუფლება მართავს, თოდუა პასუხობს, რომ ამ ორ მხარეს შორის სარალიძის "დასათრევად" ომი მიმდინარეობს.

„ზაზა სარალიძე ფაქტობრივად, ორივე პოლიტიკური ძალისგან იმართებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ნაბიჯი გადადგა და მხარი დაუჭირა შოთაძის კანდიდატურას, მათ შორის არის დაძაბულობა, მაგრამ იმისთვის, რომ ზაზა სარალიძის გამოყენებას კიდევ აპირებენ ამ ორგანიზაციის წევრები და სხვები, აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს ომი ზაზა სარალიძის "დასათრევად", - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე ტრანსოლოგი დაიკითხა, რომელმაც კონფლიქტში მონაწილე პირების ტანსაცმელზე ჩაატარა ექსპერტიზა. მორიგი სასამართლო სხდომა 28 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა