„ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფინალი ზესტაფონში გაიმართა. ფინალურ შეხვედრაზე ზესტაფონისა და ჭიათურის IX-XI კლასებისგან შემდგარი გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია ჩატარდა.

„კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა. პროექტში გამარჯვებულები არიან: I ადგილი - ჭიათურის #2 საჯარო სკოლა, II ადგილი - ზესტაფონის #4 საჯარო სკოლა და III ადგილი ჭიათურის კაცხის საჯარო სკოლა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდა: I ადგილი - 5000 ლარი; II ადგილი - 4000 ლარი; III ადგილი - 3000 ლარი“, - აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტმა კარგი გამოხმაურება პოვა. „ეკოლოგიკის“ პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებაში დაეხმაროს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მუდმივად მზად არის, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს. „ეკოლოგიკაში“ აქტიურად არიან ჩართულები როგორც ზესტაფონის, ისე ჭიათურის მოსწავლეები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ დიდია. ორივე რეგიონის სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სტიმულს გვაძლევს, რომ პროექტი სამომავლოდ მეტად განვითარდეს “, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, პროექტის მესამე, დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური ჟიური: ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები გივი მოდებაძე და გიორგი გოგლიჩიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ჭიათურის საპატიო მოქალაქე გიორგი დვალაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.

„ეკოლოგიკა 2019-ის“ მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა. პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ გასული წლის 25 სექტემბერს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, საზეიმოდ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის IX-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პირველ ეტაპზე ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში - „რა? სად? როდის?“ საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვების მიხედვით ჩატარდა. თამაში 2-ნაწილიანი იყო, პირველ ეტაპზე - 15, ხოლო მეორე ეტაპზე 7 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა - 5 ჭიათურისა და 2 ზესტაფონის.

მეორე ეტაპზე პირველ ეტაპში გამოვლენილმა 7-მა გამარჯვებულმა გუნდმა პროექტის მომზადების მიზნით, 3-დღიანი სპეციალიზებული ტრენინგი გაიარა, რაც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანმა კვალიფიცირებულმა ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა უზრუნველყო. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში მოზარდებმა პროექტი სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს.

„ეკოლოგიკა 2019-ის“ მხარდამჭერები არიან ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინტელექტუალური გუნდი „რა? სად? როდის?“, - აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო