ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საკონსულოს აღრიცხვისთვის 100-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა

ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელჩმა განუცხადა, კონკრეტულად უხანის პროვინციაში კი, ამ დროისთვის, საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.

„მომართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე, რაც გააიოლებს ვითარების მონიტორინგს და კონტროლს. ვინც კი ამჟამად იმყოფება ჩინეთის ტერიტორიაზე გვიკავშირდება, დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ასეთი 100-ზე მეტი ადამიანია. ვიცით მათი ტელეფონი, საკონტაქტო მონაცემები, გვაქვს სახელი, გვარი, ვიცით, სად მოვძებნოთ საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში“, - განაცხადა კალანდიამ.

მისივე თქმით, საელჩო რჩება უხანის პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან პირდაპირ კონტაქტზე.

„საფრთხე მათ სიცოცხლეს არ ემუქრება. მე მაქვს კონტაქტი უხანის მუნიციპალიტეტთან, მათგან მივიღე ინფორმაცია, რომ არანაირი დეფიციტი ან მედიკამენტების, ან საკვების, ან სასმელი წყლის არ შეიქმნება, ქალაქი მაქსიმალურადაა მობილიზებული. ნელ-ნელა მთავრდება ჩინური ახალი წელი და ის ობიექტები და მაღაზიები, რაც იყო დაკეტილი, გაიხსნება“, - განაცხადა ელჩმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საკონსულოს აღრიცხვისთვის 100-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა

ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას განცხადებით, საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელჩმა განუცხადა, კონკრეტულად უხანის პროვინციაში კი, ამ დროისთვის, საქართველოს 5 მოქალაქე რჩება.

„მომართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე, რაც გააიოლებს ვითარების მონიტორინგს და კონტროლს. ვინც კი ამჟამად იმყოფება ჩინეთის ტერიტორიაზე გვიკავშირდება, დგებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ასეთი 100-ზე მეტი ადამიანია. ვიცით მათი ტელეფონი, საკონტაქტო მონაცემები, გვაქვს სახელი, გვარი, ვიცით, სად მოვძებნოთ საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში“, - განაცხადა კალანდიამ.

მისივე თქმით, საელჩო რჩება უხანის პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან პირდაპირ კონტაქტზე.

„საფრთხე მათ სიცოცხლეს არ ემუქრება. მე მაქვს კონტაქტი უხანის მუნიციპალიტეტთან, მათგან მივიღე ინფორმაცია, რომ არანაირი დეფიციტი ან მედიკამენტების, ან საკვების, ან სასმელი წყლის არ შეიქმნება, ქალაქი მაქსიმალურადაა მობილიზებული. ნელ-ნელა მთავრდება ჩინური ახალი წელი და ის ობიექტები და მაღაზიები, რაც იყო დაკეტილი, გაიხსნება“, - განაცხადა ელჩმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია